Feedback

უცხოელ ტურისტს მოზარდთან ერთად ავტომანქანა დაეჯახა

  /   ნანახია 1262 ჯერ

უცხოელ ტურისტს მოზარდთან ერთად ავტომანქანა დაეჯახა

ქუთაისში ქვეითთა გადასასვლელზე უცხოელ ტურისტებს ავტომანქანა დაეჯახა. ახალგაზრდა ქალს თან მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. 

დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ უკვე გადაიყვანა ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. 

თვითმხილველების განცხადებით, ბავშვის დედას გვერდით მყოფმა მეუღლემ შვილი დროულად გამოართვა, შესაბამისად ბავშვს დაზიანებები არ მიუღია. 
მძღოლი სამართალდამცავებს ჩაბარდა და შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.