Feedback

ხობში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

  /   ნანახია 1685 ჯერ

ხობში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ხობში მიმხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ჟურნალისტებს გარდაცვლილი ახალგაზრდების მეზობლები უყვებიან, რომ ფაქტი ფარცვანიების სახლში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული სამი ახალგაზრდა ფარცვანიების ოჯახის წევრმა, უფრო კონკრეტულად კი მოკლული მამუკა ფარცვანიას დედამ ნახა, რომელიც შემთხვევის დროს მაღაზიიდან ბრუნდებოდა.

გარდაცვლილთა შორისაა დათა ბუკია და ხელოსანი, რომელიც ფარცვანიების სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.

მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს და დეტალები უცნობია. მამუკა ფარცვანია დაცვის პოლიციაში მუშაობდა და იარაღი სახლში ჰქონდა.

წინასწარი ინფორმაციით, სამივე ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და თითოეულ მათგანს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა თავი მოიკლა.

"სამივეს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი, ერთად სადილობდნენ, არავითარი ვარაუდი არ გავქვს, რაც ვნახეთ ეს არის სამი გარდაცვლილი და იარაღი, საიდანაც სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა"- აცხადებს მეზობელი.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ფარცვანია და ბუკია ახლო მეგობრები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჟურნალისტი: დავით ჯაბაშვილი