Feedback

ვალის გამო ცოლ-ქმარმა ქალს შვილი წაართვა

  /   ნანახია 902 ჯერ

ვალის გამო ცოლ-ქმარმა ქალს შვილი წაართვა

ზუგდიდში ცოლქ-მარმა ქალს, ვალის დაბრუნების მოთხოვნით, შვილი წაართვა. ვასიკო ახალაია და ემა კვირტია ქალს დაემუქრნენ, რომ სანამ ის ვალს არ დააბრუნებდა, შვილს არ ანახებდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით, რაც ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღვეთას 7 დან 11 წლამდე ითვალისწინებს.

საქმეში ბრალდებული ვასიკო ახალაია და ემა კვირტია სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.