Feedback

დამოუკიდებლობის დღე წელსაც სამხედრო აღლუმის გარეშე აღინიშნება

  /   ნანახია 286 ჯერ

დამოუკიდებლობის დღე წელსაც სამხედრო აღლუმის გარეშე აღინიშნება

დამოუკიდებლობის დღე წელსაც სამხედრო აღლუმის გარეშე აღინიშნება. ფაქტს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია.

მათი შეფასებით, ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებას შეახსენოს, რომ ქართული ჯარი წინა წლებში ნატოს სტანდარტის შესაბამისად გაიწვრთნა.

ნიკა რურუას თქმით, ხელისუფლება საქმის ისე წარმოჩენით, თითქოს ქვეყანა ოკუპირებული არ არის და თითქოს ბრძოლისუნარიანი არ არის, მტერს კიდევ უფრო აქეზებს.

„ჩვენი ჯარი შექმნილია, წინა წლებში, მთელი ტექნიკით შენაერთებით, ჰარმონიზაციით ნატოსთან და როგორც ჩანს ამის გახსენება საზოგადოებისთვის არ უნდათ, რაც თავისთავად სირცხვილია. ეს მიანიშნებს მათ ღრმა კომპლექსებზე. თუ მშვიდობა გვინდა უნდა ვაჩვენოთ მზაობა თავდაცვისთვის - ამისთვის არის აღლუმი.

აღლუმს როცა აკეთებ ისე ვითომ არაფერი ხდება, ვითომ შენი ქვეყანა ოკუპირებული არ არის, ვითომ შენ მზად არ ხარ ბრძოლისთვის მეტ აგრესიას ეპატიჟები მტრისგან. საჭიროა ვაჩვენოთ ერთიანობა და მზად ყოფნა ჩვენი დემოკრატიის დასაცავად“-აცხადებს ნიკა რურუა.

აღლუმის არ გამართვის მთავარ მიზეზად „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი მმართველი გუნდის პრეზიდენტისადმი დაპირისპირებას მიიჩნევს. 

„სამწუხარო რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომელიც გადაწყვეტილება იღებს არა იმის მიხედვით, რა წაადგება ქვეყანას, არამედ იმის მიხედვით, თუ ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი, მათთვის მოსაწონია თუ არა, ანდობენ თუ არა მას აღლუმის ჩაბარებას. სამწუხაროა, რომ ამ პერსონალურ გადაწყვეტილებას და ამ კატა-თაგვობანას თამაშს პრეზიდენტთან ეწირება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები“-აცხადებს ნადირაშვილი.