Feedback

ეროვნულმა ბანკმა 23-მაისის ვალუტის გაცვლითი კურსი დაადგინა

  /   ნანახია 361 ჯერ

ეროვნულმა ბანკმა 23-მაისის ვალუტის გაცვლითი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 მაისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4365 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0073-ით გაუფასურდა.


ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.8869 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8641 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0228-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.2881 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.2661 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0220-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5319 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5341 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0022-ით გამყარდა.