Feedback

ვინ არის ხოდორის ხეობაში დაღუპული გიგა ტყემალაძე?!

  /   ნანახია 264 ჯერ

ვინ არის ხოდორის ხეობაში დაღუპული გიგა ტყემალაძე?!

ახმეტაში, ხადორის ხეობაში, ერთ-ერთ ხევში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მაშველებმა ცხედარი ხევიდან დღეს ამიტანეს. გარდაცვლილი 26 წლის გიგა ტყემალაძეა, რომელიც სპორტის ერთ-ერთ სახეობაში - პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ.

რგორც ცნობილია გარდაცვლილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და საქართველოს ხშირად სტუმრობდა, არსებობს ვერსია, რომ კლდიდან ფეხი დაუცდა და ხევში გადავრდა.

1991 წელს დაბადებული გიგა ტყემალაძე პროფესიულ პანკრატიონში საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია. 2009 წელს მან მსოფლიოს თასი მოიგო, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ყველაზე წარმატებული პერიოდი გიგა ტყემალაძეს 2013 წელს ჰქონდა, იტალიური კლუბის და საქართველოს სახელით ქართველმა მებრძოლმა საერთაშორისო ტურნირი ერთხელ, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი გრაფლინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში ორჯერ მოიგო.