Feedback

ინგოროყვას ქუჩაზე საფრანგეთის მოქალაქე დაჭრეს

  /   ნანახია 351 ჯერ

ინგოროყვას ქუჩაზე საფრანგეთის მოქალაქე დაჭრეს

თავდასხმა უცხოელ ტურისტზე - თბილისში ინგოროყვას ქუჩაზე სართანგეთის მოქალაქე დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, თავდასხმის მიზანი სავარაუდოდ, თანხის გამოძალვა იყო.
თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული რ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ღამით, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა საფრანგეთის მოქალაქეს, 1988 წელს დაბადებულ ა.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა რ.მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108 მუხლით მიმდინარეობს.