Feedback

რა გახდა ხაშურში მომხდარი მკვლელობის მიზეზი

  /   ნანახია 315 ჯერ

რა გახდა ხაშურში მომხდარი მკვლელობის მიზეზი

ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 

 მოკლული ბესიკ ომიაძე სოფელში რძლის გასაფრთხილებლად იყო ჩასული, როდესაც შვილებთან კონტაქტს გადაწყვეტტდა ახალი მეუღლე მოერიდებინა.

"არსებული ინფორმაციით, მოკლული ბესიკ ომიაძის ყოფილმა რძალმა უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, საკუთარი სამი შვილიდან ერთ-ერთი, 8 წლის ბიჭი, ბესიკის სახლიდან თავის სახლში მამინაცვლის გასაცნობად წაიყვანა. სახლში დაბრუნებული ბავშვი 24 საათის განმავლობაში უტყვი და ურეაქციო იყო. ბოლოს ბიძას და ბიცოლას გამოუტყდა, რომ დედა და მისი ქმარი ბავშვის თვალწინ ისე იქცეოდნენ, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა და თან ეუბნებოდნენ - რა იყო, ხომ არ ეჭვიანობო. ამ ამბის გამგონე ბესიკ ომიაძე ყოფილ რძალთან იმის სათქმელად გაემგზავრა, რომ როცა ის შვილებთან კონტაქტს გადაწყვეტდა, ამ შეხვედრისთვის თავისი ახალი მეუღლე მოერიდებინა.

ამ დრომდე უცნობია რა მოხდა რეალურად იმ სახლში, სადაც ბესო ომიაძე, როგორც მისი ოჯახი ამტკიცებს უიარაღოდ და აბსოლუტურად ფხიზელი ჩავიდა, იქ კი გაშლილი სუფრა და შეზარხოშებული ადამიანები დახვდნენ" 

უბედური შემთხვევა 3 მაისს ხაშურის რაიონის, სოფელ ალში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.