Feedback

სასწრაფო ინფორმაცია.!- დაჭრილ მოზარდებს ოპერაცია უტარდებათ!

  /   ნანახია 435 ჯერ

სასწრაფო ინფორმაცია.!- დაჭრილ მოზარდებს ოპერაცია უტარდებათ!

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ შეყვანილ დაჭრილ მოზარდებს გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.

სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოფიციალური კომენტარი სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დაჭრილ მოზარდს გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული შემავალი ჭრილობა. არსებული ინფორმაციით მოზარდები 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებითი კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

ჟურნალისტი: გიორგი ჩოხადარი.