Feedback

კბილის ჯაგრისის ქურდობისთვის გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.!

  /   ნანახია 429 ჯერ

კბილის ჯაგრისის ქურდობისთვის გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.!

გერმანიაში, საქართველოს ორი მოქალაქე კბილის ჯაგრისების ქურდობისთვის დააკავეს.

გერმანული მედიის ცნობით, ჰაიდელბერგის პოლიციამ 22 და 25 წლის მამაკაცები ქალაქ ებერბახში, 16-საათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მათი ვინაობა უცნობია.

დაკავებისას, მათ სუპერმარკეტიდან მოპარული 574 ევროს ოდენობის კბილის ჯაგრისი აღოაჩნდათ.
ჰაიდელბერგის პროკურატურის თქმით, აღნიშნული პირების შემოსავლების წყარო სისტემატიური ქურდობა იყო. გერმანული მედიის ცნობით, ორივე მათგანი ჰაიდელბერგის სასამართლოს წინაშე წარდგება.

პროკურტურა გამოძიებას აგრძელებს.

ჟურნალისტი: გიორგი ჩოხადარი.