Feedback

ვალუტის კურსი- რა ღის დოლარი დღეს 26-იანვარს.?!

  /   ნანახია 423 ჯერ

ვალუტის კურსი- რა ღის დოლარი დღეს 26-იანვარს.?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 26 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4999 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.5098 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0099 -ით გამყარდა.

 ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.1034 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0971 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0063 -ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5671 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5373 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0298 -ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6676 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6679 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0003 -ით გამყარდა.

ჟურნალისტი: გიორგი ჩოხადარი.