Feedback

ქვეყანაში სერიოზული პრობლემა არის ნარკოპოლიტიკა.!

  /   ნანახია 130 ჯერ

ქვეყანაში სერიოზული პრობლემა არის ნარკოპოლიტიკა.!

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საზოგადოებას ამით სერიოზული პრობლემა ექმნება. 

"ნარკოპოლიტიკა რომელიც ქვეყანაშია რეპრესიული და დასჯაზე ორიენტირებული და სამწუხარდ ჩვენი ქვეყნის ათეულობით და ასეულობით მოქალაქე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში სწორედ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ასეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. ყოველი დღე, რომელსაც სახელმწიფო ინარჩუნებს ამ ფორმით ეს არის ასობით ადამიანის სიცოცხლის, ამ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა, ამიტომ ეს ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ გიორგიზე და სწორედ ამიტომ ცვლილებები არის აუცილებელი და მეორე მხრივ პრეზიდენტი და ჩვენ ადმინისტრაციაც ვართ იმ პოზიციაზე რომ ნარკოდამოკიდებულება არის სერიოზული პრობლემა, რომლის დასაძლევად ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ამ პრობლემას ვერ აგვარებს ის პოლიტიკა რომელიც სახელმწიფოს აქვს“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ჟურნალისტი: გიორგი ჩოხადარი.