Feedback

ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ეროვნული ბანკისგან.!

  /   ნანახია 475 ჯერ

ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ეროვნული ბანკისგან.!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5340 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.5429 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0089-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.1067 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1082 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0015 -ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5235 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5214 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0021-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6653 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6693 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0040-ით გამყარდა