Feedback

მე ჩემი პასპორტით შემოვედი- პოროშენკომ კი ყალბი პასპორტი გამოიყენა.!

  /   ნანახია 386 ჯერ

მე ჩემი პასპორტით შემოვედი- პოროშენკომ კი ყალბი პასპორტი გამოიყენა.!

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართ ის ფაქტი გაიხსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მალდივის კუნძულებზე გამგზავრებისას ყალბი პასპორტები გამოიყენა, რის გამოც საზღვრის გადაკვეთის წესები დაარღვია და სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგოს.

"დეკემბრის ბოლოს უკრაინის მოქალაქე პეტრო პოროშენკო მივიდა კიევის აეროპორტში, ჟულიანში, შევიდა უკანა შესასვლელიდან, აჩვენა სხვა სახელსა და გვარზე გაცემული პასპორტი... მე ჩემი პირადი პასპორტით მაინც შემოვედი...ავიდა თვითმფრინავში და კონტროლის გავლის გარეშე გაფრინდა მალდივის კუნძულებზე. მან დაარღვია უკრაინის კანონმდებლობა, ვინაიდან არ გადააბარა სხვას უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"მე მინდა დავუსვა კითხვა მოსამართლეებს - ვინ დაარღვია საზღვარი, მე თუ პოროშენკომ? ვინ მოახდინა საზღვრის გარღვევა, მე თუ პოროშენკომ? ვინ უნდა გასამართლდეს, მე თუ პოროშენკო?" - დასძინა მან.