Feedback

კახი კალაძე ატენის ქუჩის მოსახლეობას პასუხობს.!

  /   ნანახია 604 ჯერ

კახი კალაძე ატენის ქუჩის მოსახლეობას პასუხობს.!

ატენის ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტი გრძელდება. ისინი დედაქალაქის მერიას სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფაში ადანაშაულებენ და უწყებას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ:

„სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ თავიდან ემსჯელა, რომ დაესაბუთებინა დედაქალაქის მერიას და შესაბამის სამსახურებს თუ რამდენად სწორად იყო ეს ყველაფერი გაცემული, აგვისტოში იმსჯელა შესაბამისმა სამსახურებმა და ზონალურმა საბჭომ, რომელიც დღეს გაუქმებულია ჩვენ მიერ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი ნორმაში იყო და ზონის ცვლილებაც არის მგონი განხორციელებული, შესაბამისად, ჩვენ მიერ, ნებართვა, რომელიც იქნა გაცემული, ამას ჰქონდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი, რადგან გადაწყვეტილება მიღებული იყო უკვე“, - განაცხადა კახა კალაძემ.