Feedback

ატენის ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტი კახი კალაძეს.!

  /   ნანახია 164 ჯერ

ატენის ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტი კახი კალაძეს.!

ატენის ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტი გრძელდება. ისინი დედაქალაქის მერიას სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფაში ადანაშაულებენ და უწყებას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ. საუბარია არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 15 იანვარს გაცემულ მშენებლობის ნებართვაზე, რომლის მიხედვით ატენის ქუჩაზე 27 სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ამ კორპუსის მშენებლობა სასამართლომ 2017 წლის 20 აპრილს უკანონოდ გამოაცხადა.

საკითხზე კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ:

„სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ თავიდან ემსჯელა, რომ დაესაბუთებინა დედაქალაქის მერიას და შესაბამის სამსახურებს თუ რამდენად სწორად იყო ეს ყველაფერი გაცემული, აგვისტოში იმსჯელა შესაბამისმა სამსახურებმა და ზონალურმა საბჭომ, რომელიც დღეს გაუქმებულია ჩვენ მიერ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი ნორმაში იყო და ზონის ცვლილებაც არის მგონი განხორციელებული, შესაბამისად, ჩვენ მიერ, ნებართვა, რომელიც იქნა გაცემული, ამას ჰქონდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი, რადგან გადაწყვეტილება მიღებული იყო უკვე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილობრივების უფლებებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს, იგი კალაძეს მოუწოდებს გააუქმოს მშენებლობის ნებართვა:

„სასამართლოს გადაწყვეტილება აგვახიეს ტავზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არ იქნა ეს სასამართლო გადაწყვეტილება შესრულებული, ბატონ მერს მივმართავთ პირდაპირ, თუ ის არ არის საქმის კურსში მისი სამსახურის მიერ გაცემულ ნებართვასთან დაკავშირებით, პირველი ნებართვა, რომელიც ბატონმა კალაძემ გასცა, ეს არის 27 სართულიან კორპუსზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება წინასაარჩევნო დანაპირებს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გასცემდა ამ ნებართვას, ბუნებრივია, ქუჩის გადაკეტვას მოჰყვება ადმინისტრაციული სანქციები საპატრულო პოლიციის მხრიდან, ბუნებრივია, ვირაც იქნება დაპატიმრებული, ადმინისტრაციული წესით“, - აღნიშნავს ადვოკატი.