Feedback

მიხეილ სააკაშვილის მოსამართლეებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.!

  /   ნანახია 778 ჯერ

მიხეილ სააკაშვილის მოსამართლეებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.!

კიევის ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გავიდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესის სცენარი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია დაწერილი და თუ მოსამართლეები მიიღებენ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას, მის მომხრეებს მოუწევთ "ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების" შეცვლა, რომელმაც უკრაინის ხელისუფლება ჩაიგდო ხელში.

მან ასევე მოსამართლეტა კოლეგიის სრული შემადგენლობით შეცვლა მოითხოვა.

სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ დარბაზში დამსწრეებმა უკრაინის ჰიმნი იმღერეს.

"ვინ არ წამოდგა ფეხზე? სახელმწიფო საემოგრაციო სამსახურის წევრები? - სირცხვილი მათ," - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის ერთერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ როდესაც დარბაზი დამშვიდდება, მოსამართლეები სავარაუდოდ დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ თუ სააპელაციო სასამართლო სააკაშვილის სარჩელს არ დააკმაყოფილებს, მას უკრაინაში ყოფნის კანონიერი საფუძველი აღარ ექნება.