Feedback

სისხლიანი გარჩევა თბილისში- ცივი იარაღით 3-ადამიანი დაჭრეს!

  /   ნანახია 306 ჯერ

სისხლიანი გარჩევა თბილისში- ცივი იარაღით 3-ადამიანი დაჭრეს!

გვიან ღამით, თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ადამიანი დაჭრეს. დაჭრას წინ ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. 

მამაკაცებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო. დაჭრილთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები კიდურებზე აღენიშნება. 

დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი ადგილზევე დააკავეს.

რა გახდა ურთიერთდაპირსპირების მიზეზი, უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, საგამოძიებო ნაწილის წარმომადგენლები გამთენიამდე მუშაობდნენ.

მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ჟურნალისტი: გიორგი ჩოხადარი.