Feedback

პედოფილიაში ბრალდებულ რუს მღვდელს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.!

  /   ნანახია 305 ჯერ

პედოფილიაში ბრალდებულ რუს მღვდელს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.!

რუსეთში, პრიოზორსკის საქალაქო სასამართლომ რუსი მღვდელი პედოფილიაში დამნაშავედ ცნო და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. მღვდელი, რომელიც წლებია მიმალვაში იმყოფებოდა, დანაშაულს არ აღიარებს.

მღვდელი გლებ გროზოვსკიმ სამი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. პატიმრობის გარდა, მას თითოეული ოჯახისთვის 400 ათასი ლუბლის გადახდა მოიუწევს.

როგორც სასამართლოს განაჩენშია ნათქვამი, დანაშაული მან ლადოგის ტბაში მდებარე კუნძულ კონევეცსა და ბერძნულ კუნძულ კოსზემდებარე მართლმადიდებლურ ბანაკებში 2011-2013 წლებში ჩაიდინა. გოგონების მაქსიმუმი ასაკი 14 წელი იყო.

 2013 წელს ის ეკლესიიდან მოკვეთეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა გაქცევა მაოხერხა. რუსეთმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2016 წელს ის ისრაელმა გადასცა რუსეთს.