Feedback

ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა 21-იანვარს გაიმართება.!

  /   ნანახია 340 ჯერ

ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა 21-იანვარს გაიმართება.!

სამების საკათედრო ტაძარში 21 იანვარს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფის ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ნათლული 708 ბავშვი გახდება.

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 33 894 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.