Feedback

სპეცოპერაცია თუ დივერსია?! პანკისი - ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის! გადაცემა 3 ბლოკად. PKTV, 12. 01. 2018

  /   ნანახია 414 ჯერ

სპეცოპერაცია თუ დივერსია?! პანკისი - ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის!  გადაცემა 3 ბლოკად.  PKTV, 12. 01. 2018

გადაცემა ტელეკომპანია PKTV-ს ეთერში გასულია 12.01.18 წ.

ტელეკომპანია PKTV-ს საავტორო რუბრიკაში 'ჟურნალისტური გამოძიების საათი' - არის ასევე ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის საავტორო ქვერუბრიკა: 'ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის. საქართველოში 'ნიურნბერგის' პროცესი იწყება!' - დღევანდელ გადაცემაში საუბარია დანაშაულებრივ ქმედებებზე - გადაუდებელი სპეცოპერაცია თუ დივერსია?! პანკისი - გადაცემა სამ ბლოკად.

სპეცოპერაცია პანკისში(26.12.2017), რა დროსაც მძინარე19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ლოგინში დაჭრეს სპეცსამსახურელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიზანმიმართული გასროლით, თავის არეში. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი თემირლან მაჩალიკაშვილი 2018 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა. საქმეზე აყვანილია 6 პანკისელი ქისტი.

რა მოხდა სინამდვილეში? იყო თუ არა ეს სპეცსამსახურელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება? მართლა იყვნენ თუ არა ეს 6 დაკავებული ტერორისტებთან კავშირში? - რომელი ფირები გაავრცელა სუსმა - ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურით მოპოვებული თუ მხოლოდ გარე კამერების მიერ დაფიქსირებული?

გადაცემის სტუმარი, კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, კონსტანტინე ფორჩხიძე გვესაუბრება.

გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი

სკანდალური ექსკლუზი მხოლოდ ტელეკომპანია PKTV-სთვის.

ოპერატორი: იაკობ შველიძე

მონტაჟი: ქართლოს ქუთათელი

გვიყურეთ ჩვენ (silktv251-ე არხი; მაგთიკომზე (კავკასუსზე)-151-ე არხი; , myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ! სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ!

დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 574 60 34 43 ; 774 59 17 71 (ცხელი ხაზი), 592 777 311

ტელეკომპანია PKTV- ში ამოქმედდა PKTV-ს საქველმოქმედო ზარი 0901404047. დარეკეთ ნებისმიერი ქსელიდან, ზარის ღირებულება - 1 ლარი. ამით შეეწევით თქვენს საყვარელ ტელეკომპანია PKTV-ს. გმადლობთ