Feedback

კობახიძე!- ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში.!

  /   ნანახია 242 ჯერ

კობახიძე!- ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში.!

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშრებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია ყველასთან მსჯელობა შედგეს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ პროცესებში ყველა მხარის და განსაკუთრებით საპატრიარქოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც იქნება ჩართული ამ განხილვებში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ მოვუსმენთ ყველა მხარეს, ჩვენ მოვუსმენთ საპატრიარქოს და სწორედ ფართო ჩართულობით უზრუნველყოფილი განხილვის საფუძველზე, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით.

საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მიზანი აქვს ყველას ერთი - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემცირება“, - აღნიშნა კობახიძემ.