Feedback

კობახიძე!- პარლამენტი შსს-სთან ითანამშრომლებს რომ რეფორმები გატარდეს.!

  /   ნანახია 305 ჯერ

კობახიძე!- პარლამენტი შსს-სთან ითანამშრომლებს რომ რეფორმები გატარდეს.!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე ნუცუბიძეზე საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე განაცხადა, რომ პარლამენტი შსს-სთან ითანამშრომლებს, იმისათვის, რომ რეფორმები გატარდეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ კითხვას გაეცეს სათანადოდ პასუხი, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი საქმე იყოს ბოლომდე გამოძიებული. ეს არის ჩვენი საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქციების ნაწილი და ამ ფუნქციების უფლებამოსილების ფარგლებში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ჩართული. ზოგადად, დახვეწას საჭიროებს ბევრი რამე, ამაზე საუბრობდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ბატონ გიორგისთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან იმისათვის, რომ გატარდეს რეფორმები და კიდევ უფრო დაიხვეწოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა“ - განაცხადა კობახიძემ.