Feedback

დაადებს თუ არა მარგველაშვილი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტს ვეტოს.?!

  /   ნანახია 264 ჯერ

დაადებს თუ არა მარგველაშვილი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტს ვეტოს.?!

არასამთავრობო საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტოს გამოყენებას ურჩევენ. სამოქალაქო სექტორმა საკუთარი პოზიცია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კიდევ ერთხელ გააცნო.

„ძირითადად არის სამი საკითხი, რის გამოც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყოს ეს კანონი ამ ფორმით მიღებული. ეს გახლავთ შესყიდვების საერთო სისტემიდან გასვლა, როდესაც მაუწყებელს ექნება შესაძლებლობა, რომ გადაცემები და მასთან დაკავშირებული მომსახურებები შეისყიდოს ერთიანი სისტემის გარეშე. ასევე, მეორე საკითხი არის რეკლამა და უფლება, რომ მან რეკლამიდან შემოსავალი გაზარდოს და მესამე, გახლავთ სტარტაპების საკითხი, რომელიც სრულიად ბუნდოვანია დღემდე,“ - განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.

რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის განცხადებით, მაუწყებლის შესახებ კანონმა მმართველი გუნდი ორად გაყო.

„საერთოდ არალოგიკური პროცესი იყო კანონშემოქმედებითი, იმიტომ, რომ წამყვანი კომიტეტის აზრი არ გაითვალისწინა პარლამენტმა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტარების გარკვეულ ნაწილს არ ჰქონდა დრო, დეტალურად გარკვეულიყო, რა საფრთხეების შემცველია ეს კანონპროექტი. შესაბამისად, თუ არ იქნება ხელმოწერილი კანონპროექტი, ვფიქრობ, რომ უმრავლესობას ექნება მეტი დრო უკეთესად გაერკვეს,“ - აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული სადავო კანონის მიხედვით, რომელიც ბიუჯეტიდან 52 მილიონი ლარით ფინანსდება, მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობასაც აძლევს.