Feedback

სასწრაფო ინფორმაცია!- მოძალადე გირაოთი გაანთავისუფლეს.!

  /   ნანახია 322 ჯერ

სასწრაფო ინფორმაცია!- მოძალადე გირაოთი გაანთავისუფლეს.!

22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს, გრიგოლ ბაკურაძეს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბაკურაძე თავს 3 იანვარს დაესხა და მასა და მამამისს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა. საქმეში სამართალდამცავი უწყებებიც ჩაერთვნენ, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბაკურაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით მხოლოდ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და საპატიმროდან გაათავისუფლა.

დაზარალებული ოჯახი განაჩეს ასაჩივრებს და მოძალადისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ახლა უკვე სააპელაციო ინსტანციისგან მოითხოვს.

„ჩემი მთავარი მოთხოვნაა, თავი დაცულად ვიგრძნო. რა გარანტია მაქვს, რომ გათავისუფლების შემდეგ, კიდევ არ შემომივარდება?!“, – განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.

დეა გოშხეთელიანის თქმით, გრიგოლ ბაკურაძე ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორის შვილია. ქალი ეჭვობს, რომ მისი ყოფილი ქმრის აღნიშნული ქმედებები მამის თანამდებობრივი უფლებამოსილებისა და გავლენების გამო არ ისჯება.