Feedback

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა.!

  /   ნანახია 216 ჯერ

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა.!

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ რუსთავში, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელები - „BELUGA”, „HENNESSY“, „I JEVAN“ და „ARARAT“, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში 7 000 ლარს აღემატება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით” - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.