Feedback

იტალიაში საქართველოს მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა.!

  /   ნანახია 201 ჯერ

იტალიაში საქართველოს მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა.!

იტალიაში საქართველოს საკონსულო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქალაქ ნატურნოში მატარებელი საქართველოს მოქალაქეს დაეჯახა. საკონსულოს ცნობითვე, 1983 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საკონსულოში შეტყობინება შესულია. საკონსულო კონტაქტზეა ადგილობრივ პოლიციასთან და ოჯახის ახლობელთან. როგორც კი დასრულდება პროცედურები, დაიწყება გადმოსვენებაზე მუშაობა.