Feedback

19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობა! რა მოხდა თბილისში.?!

  /   ნანახია 367 ჯერ

 19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობა! რა მოხდა თბილისში.?!

19 წლის დავით ტორიაშვილს მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

არსებული ინფორმაციით, სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა პოლიციამ უკვე იცის და შესაბამისი მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებული წითლანაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. 

ბინის მფლობელი, გურამ გვასალია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ სამართალდამცავებს არ განუმარტავთ, თუ რატომ ჩხრეკდნენ სახლს, სადაც 60 წლამდე ქალი შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.

ბინის მესაკუთრე აღნიშნავს, რომ ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებმა ნივთების ნაწილი დალუქეს და წაიღეს.

„ვინც იქირავა ეს ბინა, იმის შვილი იყო აქ. დედამისმა ავადმყოფი არისო, ვერ მუშაობს და მკურნალობსო. ეს ბიჭი ოთხჯერ ხუთჯერ მყავს ნანახი. პოლიცია შევიდა, იღებდა სურათებს, იძიებდნენ მკვლელის საკითხს. გარაჟის პირდაპირ ამოიყვანეს ის ბიჭი წყლიდან,“ - აცხადებს გურამ გვასალია.

ერთ-ერთი მეზობელი დარეჯან თუშიშვილი აცხადებს, რომ ცხედარი წყლიდან ამოიყვანეს.

„მას შემდეგ რაც ცხედარი ამოიყვანეს, მამაკაცის განწირული ხმა გავიგე. თუ არ ვცდები თვითმკვლელობა სცადა და მტკვარში გადახტომა უნდოდა. სავარაუდოდ მამა იყო, ყვიროდა, არავის შევარჩენ შენს მოკვლასო“- აცხადებს თვითმხილველი.

ახალგაზრდას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, გუშინ კი ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს, მოკლული ნახეს.

თვითმხილველთა განცხადებით, ტორიაშვილს ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობა.