Feedback

ხორავას ქუჩაზე მკვლელობისას კიდევ ერთი ადამიანის დაჭრა დასტურდება.!

  /   ნანახია 379 ჯერ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობისას კიდევ ერთი ადამიანის დაჭრა დასტურდება.!

თბილისში, ხორავას ქუცაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევისას ორი მოზარდი გარდაიცვალა, ვრცელდება ინფორმაცია ასევე იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი პირი დაიჭრა, აღნიშნულს „კურიერთან“ საუბრისას ადასტურებს ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი.

უფლებადმცველი მიიჩნევს, რომ დანაშაულში მონაწილეობდა იმაზე მეტი პირი, ვიდრე დღეს ბრალდების სკამზე ზის:

„საქმის მასალებში ფიგურირებს არასრულწლოვანი, რომელიც დაჭრილი იყო 1-ლი დეკემბრის ინციდენტის დროს, თუმცა გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის ვის მიერ მოხდა ამ არასრულწლოვნის დაჭრა, ის დაკითხულია, საფრთხეები არსებობს, თუმცა, დაცვის მხარე დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს მხოლოდ ამ ორ პირს არ ჩაუდენია, იქ იყო იმაზე მეტი დანა, ვიდრე გამოძიებით არის დადგენილი და იმაზე მეტი პირი მონაწილეობდა, ვიდრე ბრალდებულის სკამზე ზის“, - აღნიშნავს ადვოკატი.