Feedback

გაფრთხილდით

  /   ნანახია 549 ჯერ

გაფრთხილდით

მოერიდეთ არალიცენზირებული ქართული პროგრამების თქვენს ელექტრო სისტემებში განსაკუთრებით ტელეფონებში დაინსტალირებას.

ორგანიზაციაში მოგვაწოდეს ინფორმაცია რომ ე.წ. Play Market-ში გარკვეული ქართული წარმომავლობის არალიცენზირებული პროგრამები წარმოადგენენ სადაზვერვო სახის ვირუსულ ელემენტებს
მაგალითად ტელეფონების ბაზა, შემოსული ზარები და ა.შ. როდესაც ეს მოწყობილობები მოხვდებიან თქვენს ტელეფონში სისტემურ ბაზებს ანახლებენ იმ სატელეფონო ცნობარით რომელიც თქვენს ტელეფონში კონფიდენციალურად გაქვთ დაცული, ასეთი ავტომატიზირებული სისტემით პროგრესირებს ეს პროცესი ანუ ახლდება და ყოველივე ხდება ფარულად თქვენი თანხმობის გარეშე.

 

მინდა გაცნობოთ რომ აღნიშნული სადაზვერვო პროგრამები არ ეკუთვნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს მათ გააჩნიათ მოქალაქეების სრული ბაზა როგორც ელექტრონული ასევე სხვა სოციალური სახის რაზეც უპრობლემოდ აქვთ ხელწვდომა.

ქვეყანაში შექმნილი სადაზვერვო მექანიზმები რომლებიც ქვეყნის სპეცსამსახურს არ ეკუთვნის ორმაგად საშიში და სერიოზული კონტრდაზვერვითი საფრთხის მატარებელია. 


ეჭვი მაქვს სახეზეა უცხო ქვეყნის საგარეო დაზვერვის ეფექტური მუშაობა რომელიც აგროვებს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების შესახებ კონკრეტულად მათი საკომუნიკაციო კონტაქტების და პირადი ინფორმაციის ირგვლივ. არავინ იცის ამ ინფორმაციის ანალიზის შემდეგ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახური როგორ ,,პროდუქტს" შექმნის და რაფორმით იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე.

საგარეო დაზვევის პრაქტიკაშია მოქალაქეების დაშანტაჟება და სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩაბმა.

ისმის კითხვა რას უპირისპირებთ ამას?

ქვეყანაში გვყავს კიდევ ერთი მაღალანაზღაურებადი უსაქმური რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ჰქვია ესაა ინმე თამარ ქალდანი ნუთუ მას ამის შესახებ ინფორმაცია არუნდა ჰქონდეს?

თუმცა როგორც პირადი გამოცდილებიდან ვიცი თამარ ქალდანი პერსონალური ინფორმაციის დაცვას კიბერ მიმართულებით კი არა რეალურ სივრცეში არ ახდენს. მახსოვს სამხედრო ბაზის კადრების სამსახურში ოფიცრის პირად საქმეში ანონიმური დოკუმენტი ჩადეს. სადაც ცირისმწამებლური სიყალბეები ეწერს თამარ ქალდანმა ყურიც კი არ გააპარტყუნა.

მოუწოდებ მას დროულად შეისწავლოს ეს საქმე და მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურს რეაგირებისთვის.

 ,,შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი" დახრული წერილით ასევე მივმართავთ სუსის ხელმძღვანელობას რათა დროულად მოხდეს კონკრეტული პროგრამების იდენთიფიცირება და ბლოკირება აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავების მიზნით.

ესაა თანამედროვე გამოწვევები რაც რეალური საფრთხეებია საზოგადოებისთვის, მას ისეთივე სერიოზულობით უნდა მოეკიდონ როგორც სოციალური,ფსიქოლოგიური და ეკონომიური თავდაცვის მიმართულებებს.