Feedback

ღია წერილი აშშ-ს ელჩს იან კელის.

  /   ნანახია 12933 ჯერ

ღია წერილი აშშ-ს ელჩს  იან კელის.

 

,,ქართველი ჯარისკაცების გაღებული სიცოცხლე აშშ ინტერესებისთვის ბევრი გვინახავს მაგრამ ამერიკელი ჯარისკაცების გაღებული სიცოცხლე ქართული სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის ჯერ ბუნებაში არ არსებობს."

მოგესალმებით ბატონო ამერიკის ელჩო საქართველოში.

თქვენ შესაძლოა მავან ქართველ ხელისუფალს სწორედ ისე უყურებთ როგორც ძველი რომის კეთილშობილი პატრიციუსი სენატორი ველური ტევრონების ან გუთების ქვეშერმდომ მკვიდრს გახედავდა, თუმცა მე სხვა სტატუსის და რწმენის კაცი ვარ ამიტომ თავისუფლების ორგანული არსი ჩვენს შორის ბუნებრივად სხვადასხვაა.

მესმის თქვენი ზე სახელმწიფოს პროპაგანდა მისი ჩვენში თანამედროვე წესით ,,ინექციის" მტკივნეული პროცესები. მინდა გითხრათ რომ ჩვენ საოცრად ძირძველი ერი ვართ, გადავრჩით მაშინ როცა უკვალოდ გაქრა ძლევამოსილი ურარტუ ლეგენდარული რომი ან თუნდაც კართაგენი. აშშს ისტორიის ხელა ბაბუაჩემს ყანაში მუხა უდგას.
ქართველთა გადარჩენის საიდუმლო იყო იდეურ თავისუფლებაში თორემ ტერიტორიებს მუდამჟამს გვართმევდნენ დამპყრობლები, თუმცა იდეურ ოკუპაციაში ყოფნა გაცილებით დამღუპველია ვიდრე ფიზიკური დასნებოვნება.

მე 2008 ომის მონაწილე ვარ, ჩემი მამა ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელების გამო იხდიდა სასჯელს, ჩემი ძმა 2008 წლის ომის და ერაყის მისიის მონაწილეა ჩემი ბაბუა დიდ სამამულო ომში იბრძოდა ხოლო მისი მამა პირველი ქართული არმიის რიგებში ირიცხებოდა. ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ბრძოლის ფასი ვიცით და ჩემთვის სულერთია რომელი ქვეყანა მოისურვებს საქართველოს ოკუპაციას. დაპყრობის განხორციელების მეთოდები მხოლოდ ტექნიკური საკითხია და როგორც ზემოდ დავწერე იდეური ოკუპაცია უფრო გვნებს ვიდრე ფიზიკური.

ჩვენი ჯარისკაცები უაზროდ დიდი კონტიგენტით დგანან ე.წ სამშვიდობო მისიებში, მაშინ როცა ქართველი ერი გაეროს მონაცემებით გადაშენების პირას ვართ მისული, სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი გენოფონდი ახლა უკვე აშშ ინტერესების ქვეშ ვიღუპებით, მსხვერპლი იმდენად დიდია რომ საბჭოთა ავღანური მისიები მონაგონია.

რაც არ მოგვწონდა საბჭოთა კავშირისგან ავღანურ მისიებში ქართველი ბიჭების გაჟლეტვა იყო რაც ახლა თქვენი იდეის ქვეშ გაორმაგებული მსხვერპლით ხორციელდება მაშინაც ტერორიზმს ებრძოდნენ და ახლაც ჩვენ ვერ გაგვიგია რაგანსხვავებაა თქვენსა და საბჭოთა კავშირის ეგიდით წარმოებულ საომარ მისიაში გარდა იმისა რომ თქვენს მიერ წარმოებულ ავღანურ კამპანიას ორმაგი ქართული სიცოცხლე შეეწირა ვიდრე საბჭოეთის დროს.

ბატონო ელჩო, ჩვენ ის ერი არ ვართ დიდი გეოპოღიტიკური მაშტაბების მქონე ქვეყნების ბატალიებში გავისრისოთ, ჩვენ მისიებში დაკარგული სიცოცხლეების და გაფლანგული გენოფონდის ნაცვლად არც დეოკუპაცია მიგვიღია და არც ტოლვილები დაბრუნებიან თავიანთ სახლებს. რაც შეეხება იარაღს როგორც სამხედრო აღვნიშნავ ,,დათვისთვის კრაზანის კბენა ისევ კრაზანის სიკვდილით დასრულდება რადგან ძალთა ბალანსის დარღვევით კრაზანა ჯერ ნექტრის სახით სასიცოცხლო იარაღსაც დაკარგავს და შემდეგ სიცოცხლესაც და ეს მაშინ როდესაც დათვი შესაძლოა არც კი გატოკდეს.

ძალთა ფიქტიური ერთობა შედეგს არ იძლევა, ხოლო რეგიონალური პოლიტიკის გააზრებით ჩვენ მხოლოდ ქაღალდზე ვართ მოკავშირენი, რეალურად კი რუსეთის ფედერაცია ჩვენი მეზობელი მოსაზღვრე ქვეყანა, რომელიც ატომური სახელმწიფოა და მსოფლიოში ქიმიური იარაღის ყველაზე დიდი მარაგი აქვს. საუბარი რომ არ გამექცეს პირდაპირ გეტყვით ჩვენი მისიებში დაღუპული ბიჭების გამო თქვენი ბოდიში და მათ საფლავებზე სიარული არ გვჭირდება სევდა და დარდი თქვენი მხრიდან საოცრად ბუტაფორიულია რადგან თავდაცვის უწყება გადააქციეს თქვენს დაქვემდებარებულ დანაყოფად და შეუცვალეს ფუნქცია რადგან მისი ძირითადი მისია დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ კონსტიტუციის ფურცლებზეა და არა რეალურ საბრძოლო ალგორითმაში.

სამწუხაროდ დღესდღეობით
ქართული არმიის ერთადერთი ფუნქცია და მისია თქვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მსახურებაა.

ე.წ. მისიებში ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით ქართჩელი გენოფონდი ნადგურდება იმიტომ რომ გარკვეული სახელისუფლებო შტოები იმყოფებიან პოლიტიკურ ტერორში ან შესაძლოა სადაზვერვო შანტაჟშიც, ამიტომ ისინი ღებულობენ ანტიეროვნულ გადაწყვეტილებებს.

ჩემი ქვეყნის ერთადერთი ხსნა ესაა თქვენთან და რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული დიალოგი. საჭიროა გარკვეული ბალანსის და შუალედის პოვნა ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთის ფედერაცია რომ საქართველო არ იქნება აშშ სადაზვერვო და სამხედრო ინტერესების გამტარი გეოველი რადგან რუსეთი ამ ფიქტიურ სტრატეგიულ პარტნიორობას რეგიონალურ საფრთხეთ აღიქვამს მას ამის არ ეშინია, უბრალოდ ეს ქვეყანა სამხედრო პოლიტიკური მოწყობის ფედერაციაა და მის უსაფრთხოებას რისკების ალბათობის შეფასებაზე აგებს, სწორედ ისე როგორც აშშ.

საქართველო მისი ბუნებით ტყეებით მინერალური წყლებით და ჰავათა ნაირსახეობით კავკასიის მარგალიტია ჩვენ არ გვსურს რომ ერთ არამშვენიერ დღეს ბორჯომს ქიმიური იარაღის ზეგავლენით შარდის ფერი მიეცეს ამიტომ ჩვენ გეოპოლიტიკური ქვეყნების მორალის შეფასება არ გვსურს.

ეს მოლაპარაკებები არ იწყება და ხელოვნურად ჭიანურდება. ხელისუფლებები მოდიან ერთადერთი მოტივით სადაც მკაფიოთ გამოსჭვივის ურთიერთობების დალაგება დიდ გეოპოლიტიკურ რუსეთთან თუმცა როდესაც სახელისუფლებო სათავეებში მოხვდებიან ეს თემა ტაბუდადებული ხდება.

2008 წლის ომის დროს სტრატეგიულად როგორ ,,დაგვეხმარეთ" ეს ყველამ ვნახეთ ამიტომ საქართველოში კარგად მოგვეხსენება რომ უსაფრთხო გარემოს შექმნა ჩვენი განვითარებისთვის ერთადერთი გზაა. რომელსაც ბუტაფორიული პარტნიორობით და ფსევდო სტრატეგიული გეგმებით ვერ მივაღწიეთ. იმ ჯარით რომელსაც რაღაც სტანდარტებით აქმნევინებთ ცვალებად ხელისუფალთ ქვეყნის დეოკუპაცია არასოდეს არ მოხდება, თორემ ქართველ ჯარისკაცებს სამშობლოსთვის თავდადება და ეროვნული ღირსების დასაცავად ბრძოლის ველზე სიკვდილი არავისგან არ გვესწავლება.

ქართული ჯარისკაცების გაღებული სიცოცხლე აშშ ინტერესებისთვის ბევრი გვინახავს მაგრამ ამერიკელი ჯარისკაცების გაღებული სიცოცხლე ქართული სახელმწიფოს კეთილდღეობის გამო ჯერ ბუნებაში არ არსებობს.

დღემდე არ ვიცით რა დამსახურებისთვის დედაქალაქში მოასფალტებულ ქუჩას  მიანიჭეს თქვენი პრეზიდენტის ბუშის ქუჩა ხოლო თქვენს მიერ პრიორიტეტირებულ ავღანეთის მისიაში გმირულად დაღუპულ მინდია აბაშიძეს რომელიც საბრძოლო მანქანაში მუჯაჰედების მიერ ჩაგდებულ ხელყუმბარას გადაეფარა და სამი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა მის მშობლიურ სოფელში რომელიღაც გრუნტიან ჩიხზე უფლება არ გვაქ მისი სახელი დავარქვათ.

ასევე ავღანეთის მისიაში მძიმედ დაჭრილი დავით მახარეიშვილი რომელიც აიდზე აფეთქების დროს დაინვალიდდა ის ფსევდოდემოკრატიული იდეების თანამოზიარე თინა ხიდაშელმა რეაბილიტაციის კურსის პროცესში ჰოსპიტლის ლოგინიდან წამოაგდო და ულუკმაპუროდ სახლში გააგდო ფაქტიურად გაწირა შიმშილისათვის.

ეს ორი შემთხვევა ცხადყობს რომ თქვენს მისიებში დაზარალებულ ქართველებს ფიქტიურად სიტყვით აფასებენ და ამ ფორმალობის იქეთ სხვა არაფერი არ არის.

საჯაროდ მოგიწოდებთ დაინტერესდეთ ამ ორი შემთხვევით დაე ეს თქვენი ღირსების საქმე იყოს.

ქართველ ერს და ამერიკელ ხალხს შორის პატივისცემის მეტი არაფერი არ უნდა იყოს, სიცბიერე და მარიონეტიზმი მხოლოდ დემოკრატიის ილუზიას ქმნის. რეალობაში კი ჩვენ შეზღუდული სუვერენიტეტის ქვეყანა ვართ რომელიც გეოპოლიტიკური სტაგნაციების გამო წნეხში იმყოფება.

,,ქართული" სამხედრო პოლიტიკური ჯგუფი - რომელსაც თქვენ ლობირებთ ვერ აკმაყოფილებენ ამ ნდობის მისიის ძირითად ასპექტს, კერძოდ მათ საკუთარ ხალხში ნდობა და ავტორიტეტი არ გააჩნიათ შესაძლოა ეს თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის უმნიშვნელოა თუმცა საოცრად მნიშვნელოვანია ქართველი ერის და ამერიკელი ხალხის შემდგომი ურთიერთობისთვის, რადგან თქვენი ინტერესების გამტარი ჯგუფები მოქმედებენ რა თქვენი სახელის გამოყენებით ქმნიან საოცრად ცუდ განწყობებს სამოქალაქო სექტორის გულში, არავინ დაგაჯეროთ რომ ხალხში აშშ მიმართ ლოიალური და მეგობრული განწყობა ისეთივე მყარია როგორც ეს თქვენი წინამორბედების დროს იყო. თუ ელჩს მისიაში ერთაშორის კეთილდღეობა აქვს სჯობს თქვენს ქართულ გარემოცვას გადახედოთ.

საზოგადოებას წაართვეს რეფერენდუმის უფლება ასე რომ არ იყოს ჩემი სიტყვის სისწორეში დარწმუნდებოდით. თუმცა ყოველივე დროებითია არავინ იცის რა იქნება ხვალ იმიტომ რომ საზოგადოებას ყელში ამოუვიდა არაორგანული არაეროვნული ინექციის შეშხაპუნება, რომელსაც დემოკრატიის სახელით გვტენიან ესაა მამათმავლობის წახალისება , არატრადიციული ცხოვრების ლეგალიზების მცდელობა, ეკლესიის კომერციალიზაცია, რწმენის შეურაცყოფა და ტრადიციებთან ომი.

მე მიყვარს ჰემინგუეის, ირვინგ შოუს, სელინჯერის და ედგარ პოს მორალის ამერიკა მაგრამ მამათმავლური მორალის აშშ-ს ჩემი ერი არასოდეს ჩათვლის მის მეგობრად.

თუ ამერიკას სურს საქართველოსთვის კეთილდღეობა მაშინ უნდა დაგვეხმაროს რუსეთთან მშვიდობიანი ზავის დადებაში, ურთიერთობის და დალაგებაში მაგრამ ეს აასოდეს არ მოხდება რადგან თქვენ გეოპოლიტიკურ გიგანტებს შორის გამუდმებით მიმდინარეობს ომები ხან ცივ ომს არქმევთ ამას ხან მეორეხარისხოვანი სახელმწიფოების ხელით ეტაკებით ერთმანეთს, ხან ჰიბრიდულ საომარ პროცესებს იყენებთ, ხანაც კომბინირებული ომებით მანიპულირებთ, ასეთია თქვენი ეროვნული ინტერესები რომელიც სხვა ერების და ხალხების სიკეთესა და კეთილდღეობაზე მაღლა დგას. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ქართველებს რუსებთან მშვიდობიანი საუბრის დაწყებაში თქვენი იმედი არ უნდა გვქონდეს უბრალოდ ჯერ არ გამოჩნდა ხელისუფალი რომელიც ამ დისკრედიტაციულ ველს გაარღვევს და ქართული ეროვნული ინტერესებით იმოქმედებს. ჩვენთვის ქართულად მოაზროვნეებისთვის სულ ერთი არა არის ორ ზღას შუა მდებარე მიწას რაერქმევა. ჩვენ არც რუსები გავხდით და არც ფარული თუ ხილული ამერიკელები ვიქნებით რადგან ჩვენ ქართველები ვართ.
იდეური ოკუპაცია და ხელისუფალთა ტერორი ჩემს ქვეყანაში ვერცერთი ზესახელმწიფოს იარაღი ვერ იქნება. შესაძლოა ჩემი სიტყვები გაუაზრებლად მოგეჩვენოთ მაგრამ გაიხსენეთ: რომი, ურარტუ და კართაგენი.

მე თქვენ მეორედ მოგმართავთ პირველად მაშინ დაგელაპარაკეთ როცა თქვენმა თაყვანისმცემელმა თინა ხიდაშელმა უსამართლოდ არმიიდან გამომიშვა რისი ერთ ერთი მიზეზიც ჩემს facebook -ზე თქვენს შესახებ დაწერილი კრიტიკული სტატიის გაზიარება გახდა, თქვენ დუმდით დარწმუნებული ვარ ახლაც დუმილს შეინარჩუნებთ, მაგრამ თქვენი დაზვერვა ჩემს სიტყვებს გაანალიზებს და სტრიქონებს შორის შეეცდება აზრების წაკითხვას. სინამდვილეში მე თქვენ არ გესაუბრებით მე ვიცავ ფორმალობას და ამ სიტყვით ვესაუბრები ქართულ სათვისტომოს ამერიკაში რომელნიც წარმოადგენენ ამერიკის მოქალაქეებს
მათთან საუბარს კი მომავალშიც გავაგრძელებ....