Feedback

ჩემი გატაცებისთვის კომპენსაციას მოვითხოვ.!- სააკაშვილი!

  /   ნანახია 464 ჯერ

ჩემი გატაცებისთვის კომპენსაციას მოვითხოვ.!- სააკაშვილი!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუნერნატორი და პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, მისი გატაცების გამო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. NewsOne-ის ცნობით, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ განუცხადა.



„ჩვენ ახლა ვამზადეთ სარჩელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ ბანდიტიზმისთვის, თავდასხმისა და ადამიანის გატაცებისთვის. მათ მე გამიტაცეს. ეს ოფიციალურად დადასტურებულია“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სარჩელის შეტანას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც აპირებს და მოითხოვს კომპენსაციას იმ ზიანისთვის, რომელიც მას ძალოვნებმა მიაყენეს. 

„ჩვენ ასევე ვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მე მოვითხოვ კომპენსაციას გატაცებისთვის. როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვლება, თითოეული მათგანი პასუხს აგებს არა მხოლოდ იმისთვის, რაც ჩემთან დაკავშირებით ჩაიდინეს, არამედ იმისთვის, რასაც ყოველდღიურად უკეთებენ უკრაინის მოქალაქეებს“ - განაცხადა სააკაშვილმა.