Feedback

როდიდან იწყება უნივერსიტეტებში არაგეგმიური შემოწმებები?!

  /   ნანახია 406 ჯერ

როდიდან იწყება უნივერსიტეტებში არაგეგმიური შემოწმებები?!

განათლების მინისტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება იწყება. 

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უნივერსიტეტებს, რომლებიც ავტორიზაციის პირობებს ვერ აკმაყოფილებენ, სტუდენტების მიღება აეკრძალებათ. 

„ჩვენი სამინისტროს მთავარი საზრუნავი იქნება უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი. აქედან გამომდინარე, დაიწყება არაგეგმიური შემოწმება უნივერსიტეტების ხარისხთან მიმართებაში, ავტორიზაციის კუთხით. იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ავტორიზაციის პირობებს, შეუწყდებათ სტუდენტების მიღება.

საქმე იმაში გახლავთ, რომ სახელმწიფომ სიმართლე უნდა უთხრას ყველა ოჯახს, მშობლებს, აბიტურიენტებს“, - განაცხადა ჩხენკელმა.