Feedback

ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა.!

  /   ნანახია 246 ჯერ

ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა.!

საქართველოს ელჩი ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი Facebook-ზე ავრცელებს.

"დიდი ადამიანი, დიპლომატი, პროფესიონალი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ის დააკლდება ჩვენს დიპლომატიას, თუმცა მისი მიღწეული შედეგები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს." - წერს მიხეილ ჯანელიძე.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად 2013 წელს დაინიშნა. ის ასევე იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი.