Feedback

ოპოზიციამ არ უნდა აკრიტიკოს ყველაფერი და მთავრობამ უნდა მოუსმინოს ოპოზიციას.! ილია II

  /   ნანახია 408 ჯერ

ოპოზიციამ არ უნდა აკრიტიკოს ყველაფერი და მთავრობამ უნდა მოუსმინოს ოპოზიციას.! ილია II

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ფუნიკულიორზე შეკრებილ ხელისულებისა და ოპოზიციის წერმომადგენლებს მიმართა, რომელიც აღსაყდრების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვახშამი იყო.

პატრიარქიმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას და მთავრობას უნდა ჰქონდეს ოპოზიციის პატივისცემა. სიტყვით გამოსვლისას უწმინდესმა ყურადღება პატივისცემასა და საერთო სასიკეთო საქმის კეთებაზე გაამახვილა.

„მე ალბათ სხვანაირად მესმის ოპოზიცია. ჩემი გაგებით, ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს – მთავრობის დადგენილება თუ განჩინება. ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას. რაც გამორჩა კეთილი, სასარგებლო ერისათვის, ქვეყნისათვის, იმის შეხსენებას უნდა ეცადოს ოპოზიცია. პატივისცემა მთავრობისა და მთავრობას უნდა ჰქონდეს პატივისცემა ოპოზიციისა. მე მომისმენია ერთ-ერთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები, მე არ მყავს ოპოზიციაო, მაშ, როგორა ხართ მეთქი და ყველა ვაკეთებთო. მე გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი, ვაკეთოთ ყველამ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის. იდგეს ხალხის საკეთილდღეოდ. ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ერთსულოვნება სუფევდეს. ღმერთმა დალოცოს ხელისუფლება, პარლამენტი და ოპოზიცია. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“ - აღნიშნა პატრიარქმა.