Feedback

სპეცოპერაციის დროს პოლიციელმა 6-წლის ბავშვი მოკლა- შემთხვევა აშშ-ში.!

  /   ნანახია 203 ჯერ

სპეცოპერაციის დროს პოლიციელმა 6-წლის ბავშვი მოკლა- შემთხვევა აშშ-ში.!

ამერიკაში, ტექსასის შტატში პოლიციელმა, შემთხვევით, 6 წლის ბავშვი მოკლა.

ტრაგედია ქალაქ სან-ანტონიოში მოხდა. "ალ-ჯაზირას ცნობით, ერთ-ერთი დამნაშავის დაკავების ოპერაციას , ორმხრივი ცეცხლი მოჰყვა.

მანქანების ქურდობაში ეჭვმიტანილმა, 30 წლის ქალმა , ამანდა ლიმ, რომელიც ფურგონში იმალებოდა, სამართალდამცველების მისამართით ფურგონიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციელებმა საპასუხო ცეცხლით უპასუხეს. სწორედ ამ ფურგონში იჯდა 6 წლის ბიჭი.

 

სამართალდამცველების მიერ ნასროლი ერთ-ერთი სწორედ მას მოხვდა.

6 წლის ქემერონ პრესკოტი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ლიკვიდირებულია ასებე დამნაშავე ქალი.

ოპერაციაში მონაწილე ოთხივე პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.