Feedback

უკრაინაში კონტრაბანდის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს.!

  /   ნანახია 294 ჯერ

უკრაინაში კონტრაბანდის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს.!

უკრაინელმა მესაზღვრებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა. იგი "უჟგოროდის" გამშვებ პუნქტზე კონტრაბანდული ტვირთის გადატანისთვის აიყვანეს.


დაკავებულის ვინაობა არ სახელდება.

ცნობილია, რომ ის უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მერსედესის მარკის ავტომობილით ცდილობდა, რომელიც ჩეხეთშია რეგისტრირებული.

მედიის ინფორმაციით, მძღოლი მანქანის დათვალიერების საშუალებას მესაზღვრეებს არ აძლევდა, რის გამოც ადგილზე უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების და ადვოკატის გამოძახება გახდა საჭირო. მოლაპარაკებების შემდეგ მძღოლმა მესაზღვრეებს ავტომობილის დათვალიერების საშუალება მისცა, სადაც 45 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოჩნდა.