Feedback

კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო.!

  /   ნანახია 492 ჯერ

კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო.!

კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. სააპელაციო სასამართლოს დღეს გენერალური პროკურატურის საჩივარი უნდა განეხილა. სხდომა 3 იანვარს ჩატარდება.



სააპელაციო სასამართლომ უკრაინის პროკურატურის შუამდგომლობას უნდა განიხილოს, რომლითაც ბრალდების მხარემ გაასაჩივრა პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა, სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშვილმა მედიისთვის განცხადება გააკეთა. მან უკრაინის ხელისუფლებას მიმართა. სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია ის ჩაკეტოს ან მოკლას, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ის დანებებას არ აპირებს.

საქმის გადადების შესახებ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთხე; აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა 3 იანვარს განგებ ჩანიშნეს სასამართლო პროცესი, რა დროსაც ხალხი ახალ წელს აღნიშნავს და სადღესასწაულო დღეებია.