Feedback

რეზო ამაშუკელს დღეს ილია მართლის პრემიას გადასცემენ.!

  /   ნანახია 644 ჯერ

რეზო ამაშუკელს დღეს ილია მართლის პრემიას გადასცემენ.!

დღეს, მწერალთა სახლში რეზო ამაშუკელს ილია მართლის პრემიას გადასცემენ. მის გარდა, პრემიებით კიდევ რვა ადამიანს დააჯილდოებენ.

ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი გზა მომავლისკენ, რომლის პრეზიდენტიც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოქალაქე ციცინო ბოჭორიშვილია.

აღსანიშნავია, რომ მწერალთა სახლი დაჯილდოების ცერემონიას ემიჯნება, თუმცა, მწერალთა სახლის დირექტორის ნატალია ლომოურის თქმით, იძულებულები არიან, ღონისძიებისთვის დარბაზი გამოყონ. მისი თქმით, მწერალთა სახლს სწორედ ციცინო ბოჭორიშვილის სონეტების პრეზენტაცია ჩაანიშნინეს.

"ამასწინათ Mariam Tsiklauri - ს პოსტი შემხვდა, სადაც მარიამი ჩემი აზრით სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა გაუგებარი გაერთიანებების მიერ პანტაპუნტით, უაპელაციოდ ლიტერატურული პრემიების და წოდებების მინიჭებას. მწერალთა სახლში ჩემი მუშაობის განმავლობაში უამრავი ასეთი თვითშემოქმედება მინახავს, მაგრამ იმან, რაც ხვალ ჩვენთან იგეგმება - მეც კი გამაკვირვა. ჩვენ ჩაგვანიშნინეს ვინმე ქალბატონ ციცინო ბოჭორიშვილის სონეტების პრეზენტაცია. ირკვევა რომ პრეზენტაციას მოყვება დაჯილდოების ცერემონია. რამდენად სწორეა რომ რაღაც გაუგებარმა კავშირებმა და ფონდებმა, ასე “გულუხვად” არიგონ ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას და შექსპირის პრემიები?! (თან მგონი გამოეპარათ, რომ ილია მართალი და ილია ჭავჭავაძე ერთიდაიგივე პიროვნებაა.

კულტურის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება ალბათ უნდა დაინტერესდეს როდესმე ამ საკითხით და რამე რეგულაციები შემოიღოს.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მწერალთა სახლი ემიჯნება დაჯილდოების ამ “ბრწყინვალე” ცერემონიას, თუმცა იძულებული ვართ დავუთმოთ დარბაზი" -წერს ნატალია ლომოური ფეისბუკზე.