Feedback

გადაცემა /ქართული ტრადიციების შესახებ/ ტელეკომპანია PKTV-ზე.!!

  /   ნანახია 589 ჯერ

გადაცემა /ქართული ტრადიციების შესახებ/ ტელეკომპანია PKTV-ზე.!!

ტელეკომპანია PKTV წარმოგიდგნეთ გადაცემას "ქართული ტრადიციების და მნიშვნელობების შესახებ". გადაცემა დღეს ჩაიწერა და უახლოეს ერთ კვირაში იხილავს მაყურებელი ჩვენს ეთერში. გვინდა წინასწარ გითხრათ, რომ გადაცემა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.

გადაცემის სტუმრები არიან ქართველი ჩოხოსნები: "გაერთიანება საქართველოს ჩოხოსნების გამგეობის წევრი"- კახა იაშაღაშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბოტანიკის კვლევითი ინსტიტუტი თბილისის სკოლა ლიცეუმის დირექტორის მოადგილე, "მწიგნობართუხუცესი".

ქართული სამოსის "ჩოხა"-ს დამფუძვნებელი ნუგზარ კვანტალიანი.

საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების თბილისის სადროშოს ხელმძღვანელი- პატრიარქის მხედრობა.

ანალიტიკოსი იურისტი, საყდრისშვილთა საზოგადოება- რიჩარდ ნიჟარაძე.

 აღსანიშნავია, რომ გადაცემა საკმაოდ საინტერესო, განსხვავებული და გამორჩეული ფორმატით და გამორჩეული სტუდიიდან გავა ეთერში. როგორც უკვე მოგახსენეთ, აღნიშნულ გადაცემას სულ მალე შემოგთავაზებთ ჩვენს ეთერში. გთავაზობთ ფოტოებს გადაცემის ჩაწერამდე კულისებიდან.

               გადაცემის ავტორი და წამყვანი: ზაქარია როჭიკაშვილი.

უყურეთ ტელეკომპანია PKTV-ის სხვა და სხვა მსხვილ საკაბელო სიხშირეებსა და ინტერნეტ პროვაიდერებზე, როგორიც არის:

სილქ-TV 251-ე არხი, მაგთიკომ-კავკასუსი 151-ე არხი, ჯეო ტივი, ალიანსი ტივი, TV BOX, CTV1.. MYVIDEO.GE, PKTV.GE (LIVE) YOUTUBE.COM