Feedback

ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი მიძღვნილი მადლიერების დღე იქნება

  /   ნანახია 438 ჯერ

ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი  მიძღვნილი მადლიერების დღე იქნება

საკვირაო ქადაგებისას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ  ბრძანა, რომ უფლისადმი მიძღვნილი მადლიერების დღე, ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნება და სამადლობელი წირვა- ლოცვა პირველად სვეტიცხოველის ტაძარში აღევლინება.

 როგორც   პატრიარქმა ბრძანა, აღდგომის წინა დღეს , შაბათს დაიკვლება მოზვერი, 7 ცხვარი , ხოლო კვირას, 18:00 საათზე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი .

"ჩვენ ვლოცულობთ ყოველდღე და გვავიწყდება, რომ უფალს მადლობა შევწიროთ. ათი კეთროვანი მაცხოვარს შეხვდა. მათ შორიდან დაუწყეს ყვირილი და თხოვნა, რომ განეკურნებულიყვნენ.. უფალმა განკურნა და უთხრა, წადით და ეჩვენეთ მღვდელსო. ისრაელში იყო წესი, როცა ადამიანი კეთროვანებისგან განიკურნებოდა, მღვდელთან უნდა წასულიყო და მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ის განკურნებული იყო. როცა კეთროვანები მღვდელთან წავიდნენ, გზაში შეხედეს თავიანთ თავს, რომ განკურნებული იყვნენ. აქედან ერთი მათგანი დაბრუნდა, უფლის წინაშე მუხლებზე დავარდა და მას მადლობა უთხრა. უფალი ეუბნება: ცხრანი სად არიანო. ვერ იპოვეს ძალა თავის თავში, რომ მისულიყვნენ და მადლობა შეეწირათ უფლისთვის. აი, ეს გვავიწყდება ჩვენ და ეს უნდა გვახსოვდეს. ამ წლიდან, ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი შესრულდება. ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი მადლიერების დღე იქნება. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს, დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.