Feedback

ლეპტო-სპიროზით აჭარაში მესამე ადამიანი გარდაიცვალა.!!

  /   ნანახია 1186 ჯერ

 ლეპტო-სპიროზით აჭარაში მესამე ადამიანი გარდაიცვალა.!!

აჭარაში საშიში ბაქტერია ლეპტო-სპიროზით წელს მესამე ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაღუპული დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილი ცხოველთან კონტაქტის შედეგად დაავადდა.

ახლობლები აღნიშნავენ, რომ მამაკაცმა ხელი საქონლის დაკვლის დროს გაიჭრა და მაღალი სიცხეები ქონდა. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს, თუმცა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ინფიცირებული გარდაიცვალა.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საშიში ბაქტერია ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.