Feedback

დღეიდან საშობაო მარხვა დაიწყო.!!

  /   ნანახია 349 ჯერ

დღეიდან საშობაო მარხვა დაიწყო.!!

28 ნოემბრიდან საშობაო მარხვა იწყება. იგი ორმოცი დღის განმავლობაში გრძელდება და 7 იანვარს, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულდება.

საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმიდოთ, რათა წმიდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას; გარდა ჩვეულებრივი ძღვენისა და მსხვერპლისა, მას ჩვენი წმიდა გული მივუძღვნათ.

საშობაო მარხვის ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს. ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ IV საუკუნიდან მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობებს ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე (XII საუკუნეში) ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში - ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. ცნობებს ვხვდებით ნიკიფორე პატრიარქის კანონებში (IX ს.), საბა განწმენდილისა (V ს.) და ლეონ რომის პაპის (V ს.) ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან.

შობის მარხვა აღდგომის დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. ამ მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.