Feedback

გეგმიური სწავლება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე.!!

  /   ნანახია 380 ჯერ

გეგმიური სწავლება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე.!!

"მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება ჩაატარა.

იმიტირებულ სწავლებაში 31-ე ბატალიონის სამი ასეული მონაწილეობდა. ქართველი სამხედროების მხარდაჭერას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ახორციელებდნენ. სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა. წვრთნების მიზანი კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციების დროს მოწინააღმდეგის საწყობების აღმოჩენა, შეიარაღების ამოღება და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწაა.

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ოქტომბრის თვიდან ასრულებს.