Feedback

გერმანიაში სირიელები დააკავეს რომლებიც საშობაოდ ტერაქტს გეგმავდნენ.!!

  /   ნანახია 485 ჯერ

გერმანიაში სირიელები დააკავეს რომლებიც საშობაოდ ტერაქტს გეგმავდნენ.!!

გერმანიაში სირიის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც ქალაქ ესენში საშობაო ბაზრობაზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელერადიოკომპანია Hessischer Rundfunk იუწყება.

მაინის ფრანკფურტის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიის ოთხ ფედერალურ მიწაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად სირიის 6 მოქალაქე დააკავეს. მათ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობა და გერმანიის ტერიტორიაზე ტერაქტის მომზადება ედებათ ბრალად. 

წინასწარი ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ტერაქტის დაგეგმვა ვერ შეძლეს. ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ ტერაქტის მოწყობა სწორედ ესენში, საშობაო ბაზრობაზე იგეგმებოდა, ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში განხორციელებულ ჩხრეკაში 500-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.

Hessischer Rundfunk-ის ინფორმაციით, ოთხი ეჭვმიტანილი გერმანიაში 2014 წლის სექტემბერში, ხოლო დანარჩენი ორი - 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩამოვიდა. ექვსივე დაკავებულს ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე ჰქონდა განაცხადი შეტანილი.