Feedback

რომის პაპი– გადაეცით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომ ის ჩემს გულშია და მუდამ ასე იქნება.!

  /   ნანახია 678 ჯერ

რომის პაპი– გადაეცით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომ ის ჩემს გულშია და მუდამ ასე იქნება.!

13-14 ნოემბერს რომის აღმოსავლეთის უნივერსიტეტში შედგა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს". ორგანიზატორი იყო საქართველოს საელჩო "წმიდა საყდართან". 

15 ნოემბერს რომის პაპი გენერალურ აუდიენციაზე, მსოფლიოს წინაშე საჯაროდ მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს. პაპმა მთავარეპისკოპოს ზენონს მისალმებისას მიმართა:

" გადაეცით საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს, რომ ის ჩემს გულშია და მუდამ ასე იქნება."

მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რომის პაპს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მსოფლიო პატრიარქის ძმური მოკითხვები გადასცა.

 

ინფორმაცია სოციალურ ქსელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიამ გაავრცელა.