Feedback

ხალხის ხმა.!– არდალიონ ხააძე.!!

  /   ნანახია 408 ჯერ

ხალხის ხმა.!– არდალიონ ხააძე.!!

პატივცემულო ვიცე–პრემიერო, დიდი პატივისცემით ბატონო ფინანსთა მინისტრო, თქვენ ინტერვიუძე პასუხის გაცემის სურვილი გამიჩნდა მას შემდეგ, რაც  23 ივლისის გაზეთის ერთ–ერთ ნომერში ამივიკითხე   ემა ტუხიაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში შემდეგი ფრაზა:

 "ამას მარტო მთავრობა ვერ გააკეთებს".

 სანამ ძირითად აზრს გამოვთქვამდე, ნება მიბოძეთ მოგიყვეთ ერთი ჩვვენთვის შეიძლება იმ დროისათვის უმნიშვნელო, მაგრამ დღეისთვის, ჩემი აზრით ძალიან საგულისხმო და თქვენთვის ძალზედ პრინციპული მაგალითი. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და გაუქმდა ვარშავის ხელშეკრულება, როგორც საბჭოთა კავშირში შემავალმა რესპუბლიკელებმა, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, დაიწყეს დამოუკიდებელი ცხოვრება და განვითარება, თუ შეიძლება ასე ითქვას. იმ დროს, რუსულ გაზეთში წავიკითხე ზომით პატარა, უმნიშვნელო სტატია, მაგრამ ჩემი აზრით, ფრიად სამაგალითო. სტატიაში ეწერა: ჩეხოსლოვაკიაში შეიკრიბნენ ხორცის მწარმოებლები 10–12 კაცი და გადაწყვიტეს, რომ ხორცს არ გაიტანდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში სავაჭრო ქსელში და შემდგომ ფასების აწევით გაიტანდნენ თავის საქონელს გასაყიდად. ხალხი შეწუხდა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გახდა ცნობილი მთავრობისთვისაც. ეს, რომ გაიგო ფინანსტთა მინისტრმა (ხაზს ვუსვამ, ფინანსტთა მინისტრმა), დაიბარა ის 10–12 კაცი და გამოუცხადა: თუ თქვენ ხორცს იმავე ფასებში არ გაიტანთ სავაჭრო ქსელში, გავუხსნი საზღვარს შედარებით იაფფასიან ფინურ ხორცპროდუქტს (ირმის ხორცს) და თქვენი პროდუქტი საწყობებში დაგილპებათო. მეორე დღეს, დახლები გაივსო ადგილობრივი ხორცის პროდუქციით ძველ ფასებში. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ორი რამ არის შესანიშნავი: ჯერ ერთი, ამ მაგალითიდან ჩანს, რომ იმ დროისთვის იმ რესპუბლიკაში კორუპცია ვერაა ძალიან გაბატონებული და გაჯეჯილებული (კანონი კანონობს, მთავრობა თავის დონეზეა) და მეორე, რაც ყველაზე საყურადღებოა ჩვენი მთავრობისთვის, რიგითმა მინისტრმა ყოველგვარი თათბრირების გარეშე პირადად გამოიჩინა სახელმწიფოებრივი აზროვნება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადააწყვიტა ეს მნიშვნელოვანი პრობლემ ხალხის სასარგებლოდ.

 დიახ მან, ფინანსტთა მინისტრმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და გამოიჩინა ხალხზე მზრუნველობა.

 თქვენს ინტერვიუში ამოვიკითხე: "სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დღემდე ძალიან გაჭირვებულია. ჩვენ ნელ–ნელა გამოვდივართ ამ უკიდურესი სიღარიბიდან (უკიდურეს სიღარიბეს რომ ამბობთ და ამით სიმართლეს აღიარებთ, კარგია) ამას მარო მთავრობა ვერ გააკეთებს და როცა ლაპარაკია ეკონომიკურ ზრდაზე, კერძო სექტორი და მისი ინვესტიციები, შექმნილი სამუშაო ადგილები, ამ ველაფრის მამოძრავებელი ძალაა". ამას მარტო მთავრობა ვერ გააკეთებს.. რატომ მარტო მთავრობა? თქვენ არ ხართ მარტო.!

 მე, ერთი ჩვეულერივი უნჟინერ–მშენებელი კაცი ვარ. არ ვარ გაწაფული სტატიების წერაში და ამიტომ მოვიშველიებ ერთ–ერთი ჟურნალისტის ანზორ დავითაშვილის ბრწყინვალე ფრაზას: ("საქართველო მსოფლიო №11 მარტო 2016 წ.).

   "საბედნიეროდ, ჩვენს შორის არიან და მოღვაწეობენ ისეთი კვალიფიციური და მაღალინტელექტუალური პიროვნებები, რომლებსაც შესწევთ უნარი, აქვთ შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და რაც მთავარია, მაღალი ზნეობა და პასუხისმგებლობა თავი გაართვან ისეთ მასშტაბურ, ურთულეს, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმეს, როგორიც არის... კონკრეტული პრობლემების რეალური გადაწყვეტა.

რაც მთავარია ასეთ პიროვნებებს გონიერი ხელისუფლებები და ინვესტორები, ხატოვნად, რომ ვთქვათ "სანთლით ეძებენ" და ქვეყნს ეკონომიკური–ფინანსური წინსვლის მიზნით, ყველა პირობას უქმნიან მათი პოტენციური ნიჭისა და უნარის თვითრეალიზაციის სრულად გამოვლენას."

 პატივცემულო მინისტრო, მე მოგიყვანთ მაგალითს და გეტყვით: თქვენ არ ხართ მარტო.

"აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი პაატა გიორგაძის კონცეფცია–პროგრამა, მიწისქვეშა დაბალ მინერალიზირებული წყლის ინდუსტრიალიზაციის პროექტი.

 ბატონი ღარიბაშვილის პრემიერ–მინისტრობის დროს, ამ პროექტის განმხილველ საბჭოს წევრიც ბრძანდებოდით. ე.ი ამ პროექტს კაგად უნდა იცნობდეთ თქვენ.

  პირველად, რომ წავიკითხე "ერთ–ერთ გაზეთში" ზაზა დავითაიას სტატიასი პაატა გიორგაძის პროექტის შესახებ, აღფრთოვანებას ვერ ვიოკებდი. რამდენჯერმე გადავიკითხე. იმდენად სასიამოვნო ციფრები და მონაცემები იყო მოყვანილი, რომ ვერ დავიჯერე. დავურეკე ბატონ ზაზას და ვუთხარი, თუ საქართველოს გააჩნია ამხელა თანაც უშრეტი, კვლავ განახლებული რესურსი (საუდის არაბეთს და სხვა ნავთობის მქონე ქვეყნებს, როგორც ცნობილია, ნავთობის რესურსი დროთა განმავლობაში გაუთავდება და მოუწევთ თავის მტვრევა, როგორ შეინარჩუნონ მილიარდიანი შემოსავლები) რატომ ვცხოვრობთ ასე ღარიბად მეთქი. თუ არ გჯერათ ჩემი, თავად დაურეკეთ პატონ პაატასო და მომცა მისი ტელეფონის ნომერი. მაშინვე დავურეკე ბატონ პაატას. მან არ მომიშორა თავიდან როგორც დიდ ხალხს სჩვევიათ ხოლმე და მიმიწვია თავისთან სამსახურში, მაცვენა თავისი პროექტი კომპიუტერში. გაოგნებული დავრჩი, რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა ამ პროექტში, არის ის რომ ამ პროექტის თანახმად ინვესტორი არ ყიდულობს ჩვენ მიწას ან თავისივე ფულით აშენებულ შენობებს ან სხვა საწარმოო საშუალებები და ინფრა–სტრუქტურა ისე როგორც წიაღისეული სიმდიდრე რჩება საქართველოს და ხალხის საკუთრებაში. ინვესტორი კი მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ უფლებას რომ შეისყიდოს შემდეგ ჩვენს მიერ ჩამოსხმული–დაფასოვებული წყალი.

  პროექტის თანახმად, როცა საქართველოში ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრია ამუშავდება, საქართველოს თვითოეული მოქალაქე (მოსახლე) ეტაპობრივად გახდება ამ ინდუსტრიის აქციონერი და გახდება 460–ათასი დოლარის მატერიალური ფასეულობების მფლობელი. თანაც ეს არის უწყვეტი, ამოუწურავი აქტივი.

  საქართველოში ახალდაბადებული თვითოეული ბავშვი, ეტაპობრივად გახდება ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის ერთი აქციის მფლობელი, რომლის მატერიალური ფასეულობაც 120–ათასი დოლარი იქნება.

 არა რომელიმე პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი გახდება ამ სიმდიდრის მეპატრონე, არამედ სრულიად საქართველოს ყოველი მოქალაქე ახალდაბადებული ბავშვიდან დაწყებული.

  ინვესტორი საზღვარზე ბუნებრივი სასმელი წყლის ერთ ლიტრაში გადაიხდის 24 ცენტს და ამ ფასის გაანგარიშებით საქართველოს ფულადი შემოსავლები წელიწადში 12– მილიარდი დოლარით გაიზრდება. აქედან პირდაპირი გადარიცხვით ერთი მესამედი მობილიზებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

  ყოველ წლიურად საქართველოს ბიუჯეტი, რომ გაიზრდება 4 მილიარდი დოლარით, პირდაპირი შეტანის გზით და 8 მილიარდი დოლარი მოხმარდება რეინვესტიციის სახით სხვა და სხვა დარგების აღორძინებას, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და სხვა. 

პაატა გიორგაძეს, ინვესტორიც მოპოვებული ჰყავს რომელიც წერილობით თანხმობას აცხადებს რომ დააფინანსოს ეს პროექტი 3 მილიარდი დოლარით და თქვენ ამაზე ზრუნვა არ დაგჭირდებათ, ნუთუ ეს თქვენთვის, როგორც ფინანსტთა მინისტრისთვის არ არის მნიშვნელოვანი?! პროექტის ავტორს ყველაფერი გათვლილი და გათვალისწინებული აქვს, თქვენგან მარტო კეთილი ნებაა საჭირო.!

  პროექტი, რომელიც უსწრაფესად მოახდენს საქართველოში ყველა დარგის ფინანსურ–ეკონომიკურ აღორძინებას, თქვენს ხელში როგორც მთავრობის ერთ–ერთი ფიგურის, იქნება საუკეთესო ინსტრუმენტი, რომ შეასრულოთ წინასაარჩევნო დაპირებები. 

 ფრაზა: "სამუშაო ადგილების შექმნა" აღარ იქნება უგულავას დროინდელი "ბლეფი" და ტყული ფრაზა. სამუშაო ადგილებს ქმნის მარტოდმარტო წარმოება და არა პიროვნებები.

 ზემოთ მოყვანილი კონცეფციის განხორციელებით და ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის ამუშავებით, უახლოეს 8–10 წელიწადში საქართველო მსოფლიოში ერთ–ერთი წარმატებული და აყვავებული ქვეყანა გახდება.

 თქვენ არ ხართ მარტო.!

მიეცით საშუალება პაატა გიორგაძეს, განახორციელოს თავისი პროექტი და ამით მოიპოვებთ ხალხის სიყვარულს.

პატივისცემით,

 არდალიონ ხააძე.