Feedback

8–დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ.!!

  /   ნანახია 281 ჯერ

8–დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ.!!

ბორჯომში ბინა 8 დევნილ ოჯახს გადაეცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ბორჯომში, 8 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. 

სამინისტროს ცნობით, დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ბორჯომში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად ობიექტში ცხოვრობდნენ. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ყოფილი სანატორიუმის შენობის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და იქ მცხოვრებ 55 ოჯახს ბინები გადასცა. დარჩენილ 8 ოჯახზე დამატებითი მოკვლევის სამუშაოები მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მათ საცხოვრებელი ფართები ბორჯომში, ვაშლოვანის ქუჩაზე სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში მიიღეს. 

„ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტების დახურვა და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლება სამინისტროსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 80-მდე ასეთი ობიექტი დაიხურა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.