Feedback

გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში.! - ილია მეორე

  /   ნანახია 512 ჯერ

გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში.! - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ სიმდიდრე არის საცდური ადამიანებისთვის.

 

“მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე. დღევანდელი სახარება მიგვითითებს, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისთვის. მაგრამ იყვნენ ჩვენი მეფეები, დედოფლები, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ. სიმდიდრე - ეს არის განსაცდელი და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან.

ილია მეორემ მდიდრებს მოუწოდა, გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარონ.

"გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი და სიმდიდრე გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად”, - აღნიშნა პატრიარქმა.