Feedback

პენსია 2020–წლამდე არ გაიზრდება.!!

  /   ნანახია 290 ჯერ

პენსია 2020–წლამდე არ გაიზრდება.!!

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას საპენსიო რეფორმასა და პენსიების ინდექსაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უახლოეს პერიოდში შევა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019 წელს და 2020 წელს, ინდექსაციის მეთოდით, პენსიები 20-20 ლარით გაიზარდოს, ძალიან მალე პარლამენტში შემოვა კანონი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.